წვდომის მენიუ

საკომუნიკაციო დარგის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ძდამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ

ნომერი: 639 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2005

მიღების თარიღი ოქტომბერი 07, 2005

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ “საკომუნიკაციო დარგის სტატისტიკური და საანგარიშგებო სისტემის ჩამოყალიბების შესახებ” კომისიის 2005 წლის 25 თებერვლის #112-22  გადაწყვეტილების შესაბამისად, სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის მიერ მომზადდა ელექტრონული კომუნიკაციებისა და ტელერადიომაუწყებლობის სფეროებში ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. აღნიშნული ფორმები მოიცავს ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების საქმიანობის ძირითად ფინანსურ-ეკონომიკურ და ტექნიკურ მაჩვენებლებს. ამ ფორმების ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების მიერ განსაზღვრული პერიოდულობით კომისიისათვის მოწოდების   შემდეგ მოხდება საკომუნიკაციო დარგის ერთიანი სტატისტიკური ბაზის ფორმირება.

  კომისია აღნიშნავს, რომ შემუშავებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების წესისა და წარმოდგენის პერიოდულობის, აგრეთვე  საკომუნიკაციო დარგის სტატისტიკური და საანგარიშგებო სისტემის ამოქმედების პროცესის ოპერატიული და ფართომასშტაბიანი განხილვის მიზნით ინფორმაცია საჯარო განხილვის ფორუმზე (http://new.gncc.ge/forum/) მიმდინარე წლის 7 ივლისს გამოქვეყნდა,  რომელსაც გაეცნო და კომისიაში წინადადებები და შენიშვნები წარმოადგინა ავტორიზებულმა და ლიცენზირებულმა,  სხვა დაინტერესებულმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დამტკიცებულ ფორმატში გათვალისწინებულია ამ გადაწყვეტილებით.     

   “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4, მე-5 პუნქტების შესაბამისად კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

   გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიღებულ იქნას ცნობად კომისიის აპარატის სრტატეგიული დაგეგმარების სამსახურის მიერ (რ.სვანიძე) მომზადებული  პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  სტატისტიკური  ანგარიშგების  ფორმების დამტკიცებისა და ამოქმედების  შესახებ.

2. დამტკიცდეს თანდართული კომისიის სტატისტიკური საანგარიშგებო ფორმები:

- A, სტატისტიკური და საანგარიშგებო სისტემის ნაკრები მონაცემები;

- B1(BB1), ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო მომსახურება;

- B2(BB2), საქალაქთაშორისო სატელეკომუნიკაციო მომსახურება,

- B3(BB3), საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო მომსახურება;

- B4(BB4), მობილური სატელეკომუნიკაციო მომსახურება;

- B5(BB5), ინტერნეტით მომსახურება;

- C1(CC1), ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო ქსელის მიმწოდებელი;

- C2(CC2), საქალაქთაშორისო სატელეკომუნიკაციო ქსელის მიმწოდებელი;

- C3(CC3), საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ქსელის მიმწოდებელი,

- C4(CC4), მობილური კავშირის ქსელის მიმწოდებელი;

- C5(CC5), ინტერნეტის მიმწოდებელი;

- D1(D1a,D1b,D1c), სამაუწყებლო მომსახურება;

- E(EE1), ტელერადიოსამაუწყებლო ქსელის მიმწოდებელი;

- სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა რეგიონალურ ჭრილში (მონაცემები ადმინისტრაციულ - ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობის რიცხოვნების, დასახლებულ პუნქტებში ტელეფონის და ინტერნეტის აბონენტების, სალაპარაკო პუნქტების, მობილური კავშირით დაფარვის არეალის შესახებ).

3. დაევალოს ელექტრონული კომუნიკაციებისა და ტელერადიომაუწყებლობის ავტორიზებულ და ლიცენზირებული პირებს:

ა) ფორმები B1 (BB1), B2(BB2), B3(BB3), B5(BB5), C1(CC1), C2(CC2)  C3(CC3) C5(CC5), სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა რეგიონალურ ჭრილში,  კომისიაში წარმოდგენილ იქნას 2005 წლის 30 ნოემბრამდე;

ბ)ფორმები  B4(BB4), C4(CC4) კომისიაში წარმოდგენილ იქნას 2005 წლის  15 დეკემბრამდე;

გ)ფორმები D1(D1a,D1b,D1c), E(EE1),  კომისიაში წარმოდგენილ იქნას 2005 წლის 25 დეკემბრამდე.

4. ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა 2006 წლიდან განხორციელდეს კვარტალში ერთხელ, ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე.

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამსახურებს  უზრუნველყონ:

ა) სტატისტიკური ანგარიშგების ავტომატიზებული სისტემის პროგრამის მომზადება წარმოდგენილი პროექტის მიხედვით (დ.ჭანკოტაძე, დ.რაქვიაშვილი) – ვადა 2005 წლის 30 დეკემბერი;

 ბ) სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ფორმატირება,  ელექტრონული ვერსიის ვებ-საიტზე გამოქვეყნება (გ.გარსევანიშვილი) – ვადა 2005 წლის 30 ნოემბერი;

გ)ავტორიზებული და ლიცენზირებული პირების მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ნაკრები  მაჩვენებლების ბაზის  შედგენა და პერიოდული ანალიზი  (რ.სვანიძე).

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1) ერთი თვის ვადაში.

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის  სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურს  (გ.ბუთბაია).

   კომისიის თავმჯდომარე                        დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები