გადაწყვეტილება N 64 შპს „ORIENT LOGIC”- სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2005
მიღების თარიღი იანვარი 28, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ORIENT LOGIC”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 20 ნოემბრის N 2/4-191 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 237/270105/01, 27.01.05.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N ASQ04019332, 12.01.05.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (უკაბელო ეთერნეტის მოწყობილობა) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს ORIENT LOGIC”-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N ASQ04019332, 12.01.05.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს შპს ORIENT LOGIC„-მა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
