რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2005
მიღების თარიღი ოქტომბერი 07, 2005
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო გადამცემი სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი სატელევიზიო სადგურებისთვის.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის TINDI DAG – 6 TBK (ADD), KARAKIURE DAG – 8 TBK (MOD), TOKHOTA DAG – 10 TBK (ADD), TANDO DAG – 21 TBK (ADD), TLIARATA DAG – 6 TBK (ADD), RUTUL DAG – 12 TBK (MOD), GARBUTL DAG – 7 TBK (ADD), NIZHNEE KAZANISHCHE DAG – 34 TBK (ADD), KHVARTIKUNI DAG – 6 TBK (ADD), YALAK DAG – 6 TBK (MOD), KHASAVIURT DAG – 22 TBK (ADD), AKUSHA DAG – 7 TBK (MOD), TPIG DAG – 7 TBK (MOD), FII DAG – 9 TBK (MOD), SUKHAYA BUIVOLA STAVR – 3 TBK (MOD), SUKHAYA BUIVOLA STAVR – 11 TBK (MOD), PIATIGORSK – 44 TBK (ADD), VOZNESENSKAYA KRAS – 36 TBK (ADD) და SHALI CHECH – 12 TBK (ADD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N UMS-50/1615; 25.07.05. N UMS-50/1394; 30.06.05 და N UMS-50/1558, 15.07.05. წერილების დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
