წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 642 / 14

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2005

მიღების თარიღი ოქტომბერი 07, 2005

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (N UMS-50/1602, 21.07.05. და N  UMS-50/1426, 06.07.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის IZBERBASH DAG – 103.8 MHz, KRASNYI KUT – 70.43 MHz, KRASNYI KUT – 71.21 MHz, KRASNYI KUT – 72.32 MHz, ARMAVIR KRASN – 96.3 MHz და CHERKESSK – 106.4 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

      “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის IZBERBASH DAG – 103.8 MHz, KRASNYI KUT – 70.43 MHz, KRASNYI KUT – 71.21 MHz, KRASNYI KUT – 72.32 MHz, ARMAVIR KRASN – 96.3 MHz და CHERKESSK – 106.4 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე  (№ UMS-50/1602, 21.07.05. და № UMS-50/1426, 06.07.05. წერილების დანართში  აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვის და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                  დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები