წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 644 / 14

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2005

მიღების თარიღი ოქტომბერი 07, 2005

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის წერილი (NUMS-50/1630, 26.07.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის TSENTORA-URT/LINKST, ZNAMENSKOE/LINKSTAR, URUS-MARTAN/LINKSTAR, GROZNY/LINKSTAR, GROZNY1/LINKSTAR (რომლებიც იგეგმება EXPRESS-5 სათანამგზავრო ქსელში) და HANKALA/DW6000 (რომელიც იგეგმება EXPRESS-7 სათანამგზავრო ქსელში) მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ. მიწისზედა თანამგზავრული სადგურები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არის განთავსებული და 14 გგჰც სიხშირულ დიაპაზონში ფუნქციონირებს. წარმოდგენილი ფორმის შესაბამისად, მიწისზედა თანამგზავრული სადგურის გამოყენება მონაცემების გადასაცემად არის განსაზღვრული.

    თანდართული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სათანამგზავრო სამსახურის სადგური არ ქმნის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიქსირებული და სათანამგზავრო სამსახურების სადგურებისთვის. 

     “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-47 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის TSENTORA-URT/LINKST, ZNAMENSKOE/LINKSTAR, URUS-MARTAN/LINKSTAR, GROZNY/LINKSTAR, GROZNY1/LINKSTAR და HANKALA/DW6000 მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე   წერილის (N UMS-50/1630, 26.07.05.) დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                      დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები