წვდომის მენიუ

კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 645 / 10

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2005

მიღების თარიღი ოქტომბერი 07, 2005

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა განცხადებით შპს “საქართველო XXI საუკუნე”-მ , შპს “ჰერეთმა” და შპს ტელეკომპანია “თანამგზავრმა” კახეთის რეგიონში საეთერო  საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურისის გამოცხადების შესახებ.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე  მუხლის შესაბამისად, კომისია კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე.

კახეთის რეგიონში დედოფლისწყაროს, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების FM რადიომაუწყებლობით მოცვის მიზნით სიხშირული რესურსის ღირებულების გამოსათვლელად გამოყენებული იქნა:

            ა) სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობისათვის საჭირო სიხშირული ზოლის სიგანე;

            ბ) სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობა;

            გ) გადამცემი სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრე;

            დ) დედოფლისწყაროს, ყვარელისა და ლაგოდეხის რაიონების მოსახლეობის რაოდენობა და სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.

            სიხშირული ზოლის სიგანე განისაზღვრა ლარებში, ხოლო დანარჩენი მაჩვენებლები კოეფიციენტების სახით.

1)         სიხშირული ზოლის სიგანე შეფასებული იქნა 4 500 ლარად.

2)       სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობის კოეფიციენტი განისაზღვრა 1.8 ოდენობით.

3)       გადამცემი სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრის კოეფიციენტი დიფერენცირებული იქნა მისი სიმძლავრის მიხედვით და შეადგინა დედოფლისწყაროსათვის 0.85, ხოლო ყვარელისა და ლაგოდეხისათვის 1.0.

4)       ტერიტორიალური კოეფიციენტები ასევე დიფერენცირებულია და განისაზღვრა  დედოფლისწყაროსათვის 0.65, ხოლო ყვარელისა და ლაგოდეხისათვის 0.25.

            აქედან გამომდინარე, სიხშირული რესურსის ღირებულებამ დედოფლისწაროსთვის შეადგინა 4 475.25 ლარი, ყვარელისა და ლაგოდეხისათვის 2025 ლარი თითოეულისათვის. შესაბამისად, სულ სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს 8 525.25 ლარს.

             “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ჯ” ქვეპუნქტის, 38-ე და 43-ე მუხლების თანახმად, კომისიამ

 

ა:

1. გამოცხადდეს კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის  ლიცენზიის მისაღებად შემდეგი პირობებით:

ა) სამოქმედო ზონა –თელავის, ახმეტის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და ლაგოდეხის რაიონები;

ბ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

ქალაქი

რეგიონი

ანტენის განთავსების ადგილი

გეოგ. კოორდინატები

ანტ. სიმაღლ მიწის ზედ. მ

სიხშირე მგჰც FM

სიმძ კვტ

გასხივების დიაგრამა

დედოფლისწყარო

კახეთი

დედოფლისწყაროს ანძა

46E08; 41N27

 

50

107.7

0.25

წრიული

ყვარელი

კახეთი

სანავარდოს ანძა

45E46; 41N58

 

50

103.8

0.5

წრიული

ლაგოდეხი

კახეთი

ლაგოდეხის ანძა

46E10; 41N49

 

30

101.4

0.5

წრიული

 

შენიშვნა: გეოგრაფიული კოორდინატები მითითებულია საანძო კონსტრუქციისათვის. შესაძლებელია ანძის კონსტრუქციის აგება აღნიშნული კოორდინატებიდან 1 000 (ერთი ათასი) მეტრის რადიუსში ზღვის დონიდან ანტენის განთავსების მითითებული სიმაღლის შენარჩუნებით (კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი ნებართვების მიღების შემთხვევაში).                                                            

გ) სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვროს 8.525,25  (რვა ათას ხუთას ოცდახუთი ლარი და 25 თეთრი) ლარით;

დ) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2006 წლის   20 იანვრის 14:00  საათი; 

ე) ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  მოხდეს 2005 წლის 10 ნოემბრის 17:00 საათამდე;

ვ)  მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2005 წლის 18 ნოემბრის 16:00 საათი;

ზ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა განისაზღვროს 12  საათით;

თ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადად განისაზღვროს 1 წელი ლიცენზიის გაცემიდან;

2. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც   ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;

ბ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

გ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;

დ) მაუწყებლობის  სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;

3. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური პროექტი;

ბ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

დ) განსახორციელებელი საქმიანობის დოკუმენტურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმა;

ე) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;

ვ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

ზ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე:

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

     -ა/ანგარიში: 609326;

     -კოდი: 220101830;

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით, კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დარჩენილი თანხა გადაიხადოს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-13 პუნქტის შესაბამისად.

4. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კერძო სამართლის არაკომერციულ ან საჯარო სამართლის  იურიდიული პირს;

5. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება, \"მაუწყებლობის შესახებ\" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეკრძალება:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს ან თანამშრომელს;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირს;

გ) პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის  თანამდებობის პირს;

6. მოსამზადებელ სხდომაზე ხდება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების განხილვა და მათზე დართული დალუქული დოკუმენტაციის ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გახსნა. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საჯარო გაცნობისათვის. ლიცენზიის მაძიებლის მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია აფრთხილებს ლიცენზიის მაძიებელს და აძლევს მას დამატებით არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღეს დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. იკრძალება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება კომისიისთვის.

7. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.

8. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.

9.კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება პროგრამირების ასპექტის მიხედვით. პროგრამირების ასპექტის მიხედვით  კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება:

ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა;

ბ) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

10. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა თანაბარი შეფასების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსში მონაწილე ის ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა მაუწყებლობას საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების გამოყენებით.

11. თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

12. კომისია იღებს და აქვეყნებს დეტალურად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. კომისიის გადაწყვეტილების ასლი კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) ინტერნეტში; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის პირობები მითითებული უნდა იყოს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში;

13. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის ანგარიშზე თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის გასვლიდან მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში, თანაბარწილად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ყოველი მომდევნო წლის პირველივე თვის განმავლობაში სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად;

14. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის  გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება.

15.კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

16. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა და მაუწყებლობის განხორციელების პროცესში უზრუნველყოს მისთვის ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სრულად დაფარვა ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის ვადაში;

17. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

18. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია მაუწყებლობის დაწყების შემდეგ, კვირაში ერთხელ, კომისიას მიაწოდოს და გამოაქვეყნოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;

19. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღებისას კონკურსის პირობები და ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული პირობები აისახება კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებში, როგორც რადიომაუწყებლობის ოპერატორის ვალდებულებები;

20. კომისია უარს ეტყვის ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის გაცემაზე, თუ ლიცენზიის მაძიებელმა კონკურსში ვერ გაიმარჯვა.  ლიცენზიის გაცემაზე უარი ფორმდება კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. ლიცენზიის გაცემაზე კომისიის უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში;

21. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

22. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (ს.ბრიტანჩუკს) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

23. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                        დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები