წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 67 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 646 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2005

მიღების თარიღი ოქტომბერი 13, 2005

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 13 ოქტომბრის N 67 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის N67 სხდომის დღის წერიგის პროექტის მე-5 საკითხი (მომსახურების ბაზრის სეგმენტების – სახაზო საკაბელო წყვილებით მომსახურებისა და სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ) მ/წლის 21 ოქტომბრის კომისიის N68 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. წარმოდგენილ კომისიის N 67 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

3.  დამტკიცდეს კომისიის N 67  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (ქ. თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N1ა)  ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                            დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები