შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 02, 2005
მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „კავკასიის ციფრულმა ქსელმა“ სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” სადავო საკითხების განხილვის შესახებ.
კომისიამ 2005 წლის 21 ოქტომბერს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა შპს „კავკასიის ციფრული ქსელსა“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებულ სადავო საკითხებთან დაკავშირებული მოთხოვნები.
მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ:
შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დ.თუთბერიძე.
სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დირექტორის მოადგილე ა.მელიქაძე, დირექტორის მოადგილე თ.გოთუა.
მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხები. შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მოთხოვნას სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ წარმოადგენს:
ა) გათიშული 100 სატელეფონო ნომრის (25 95 XX) ჩართვა;
ბ) ოპტიკური კაბელის ჩადებაზე ნებართვის გაცემა;
გ) თანალოკაციის ფართის გამოყოფა და მისი უზრუნველყოფა სათანადო პირობებით;
დ) 2005 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის ხელშეკრულების პირობების ცვლილება ხელშეკრულების მოქმედების ვადასა და ტარიფთან დაკავშირებით;
ე) სხვა ოპერატორების ქსელში დასარეკად შემოღებული 8-22 კოდის გაუქმება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაინიშნოს შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღე 2005 წლის 2 ნოემბერს 1600 საათზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
