წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 69 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 658 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2005

მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2005

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 21 ოქტომბრის N 69 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.  გადატანილ იქნეს კომისიის N 69 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-3 („რეგულირების საფასურის გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების შესახებ) და მე-5 (აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ 2005 წლის მესამე კვარტალში კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე გაწეული მუშაობისა და კომისიის წევრების საკონტროლო დავალებების შესრულების მონიტორინგის შესახებ) საკითხები მ/წლის 28 ოქტომბრის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. წარმოდგენილ კომისიის N 69 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს      6 (ექვსი) საკითხი:

ა) შპს ტელერადიოკომპანია “რიონის” N 251 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ (მომხს.               თ. ძაგნიძე);

ბ) სს “საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

გ) შპს ტელეკომპანია “მზესთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

დ) შპს ტელეკომპანია “თანამგზავრისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ. ძაგნიძე);

ე) შპს “ქართული სატელეფონო კომპანია – ჯტს”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცანზიის  გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

ვ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში ცვლილების შესატანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

3.  დამტკიცდეს კომისიის N 69  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (ქ. თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N1ა)  ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

 

კომისიის თავმჯდომარე                                                დ. ქიტოშვილი

              კომისიის წევრი                                                დ. პატარაია

              კომისიის წევრი                                                გ. ფრუიძე

               კომისიის წევრი                                               ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები