წვდომის მენიუ

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 659 / 22

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2005

მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2005

 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის, “მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის მე-7-ე პუნქტის დ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX და XV თავების შესაბამისად, კომისიამ

 

გადაწყვიტა:

  • დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მიღების მიზნით;
  • დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურს (გ. ბუთბაია) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
  • “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მიღების მიზნით ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2005 წლის 18 ნოემბერს, ხოლო დებულება მიღებულ იქნას 2005 წლის 25 ნოემბერს;
  • გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. # 1 ა) ერთი თვის ვადაში;
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).
  •  

    კომისიის თავმჯდომარე                                                                                   დ. ქიტოშვილი

    კომისიის წევრი                                                                                                გ. ფრუიძე

    კომისიის წევრი                                                                                                დ. პატარაია

    კომისიის წევრი                                                                                               ზ. ნონიკაშვილი

    მოამზადა

    სამართლებრივ საკითხთა სამსახურის უფროსი                                           კ. ყურაშვილი

    შეთანხმებულია

    სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსი                                     გ. ბუთბაია

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები