წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 66 შპს “ტელევიზია კახეთის” ¹1352 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 66 / 2

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 04, 2005

შპსტელევიზია კახეთის” N1352 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ტელევიზია კახეთმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (06.12.2004 N5.) N1352 ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო არეალის გაზრდასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2003 წლის 16 მაისის N205 გადაწყვეტილებით შპს „აღორძინებას” მიეცა N1352 ლიცენზია საკაბელო სატრანზიტო ტელესამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის („მიტრისი„) გამოყენებით ქ. ახმეტაში, ქ. თელავსა და ქ. ყვარელში.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ქ. ახმეტის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ივნისის დადგენილებით შეიცვალა შპს „აღორძინების” საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „ტელევიზია კახეთი”. კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილების რეგისტრაციის მონაცემები, რის საფუძველზეც ცვლილება შევიდა კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

შპს „ტელევიზია კახეთის” მიერ სამაუწყებლო არეალის გაზრდასთან დაკავშირებით კომისიაში წარმოდგენილი ტექნიკური პროექტები ითვალისწინებს მაუწყებლობის გავრცელებას გურჯაანის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს რაიონებში. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია N1352 ლიცენზიის მოდიფიცირება „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად.

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ს” პუნქტის , 36-ე, 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 45-ე  მუხლისა და 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოდიფიცირებულ იქნას შპს „ტელევიზია კახეთის„ N1352 ლიცენზია და ლიცენზიის სახე, სახეობა და საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლიცენზიის სახე: საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: მაუწყებლობის ტრანზიტი საკაბელო ქსელის გამოყენებით;

ლიცენზიის საგანი: მაუწყებლობის ტრანზიტი საკაბელო ქსელის გამოყენებით შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: ახმეტა,  თელავი და ყვარელი, გურჯაანი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, სიღნაღი და საგარეჯო;

2. შპს „ტელევიზია კახეთი„ ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ)კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზირებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში არის ასახული;

თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

კ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ლ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის  პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                                       დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები