შპს ტელეკომპანია „მზესთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2005
მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „მზემ“ (რეგისტრირებული ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 ივლისის N 7/4-2093 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებებით N1032,30.08.05, N1033,30.08.05, (დამატებითი ინფორმაცია N1096,12.10.05 კომისიის მოთხოვნით) მაგისტრალური რადიოსარელეო ხაზებისთვის სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს ტელეკომპანია „მზე“ N26 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 28.11. 2012 ) პირობების შესაბამისად, აწარმოებს ტელეპროგრამების ტსანსლირებას ქ.თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 45-ე სატელევიზიო არხზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „მზე“ წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციის შესაბამისად, საკუთარი სამაუწყებლო პროგრამის გავრცელებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განახორციელებს, ადგილობრივი მაუწყებელი კომპანიების ტექნიკური საშუალებების მეშვეობით მათი ლიცენზიის პირობების ფარგლებში, კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
სიხშირეები გათვალისწინებულია: თბილისი-დუშეთი, დუშეთი-გორი, გორი-ფონა, ფონა-ვახანი, ვახანი-ალავერდი, ალავერდი-ქუთაისი, ქუთაისი-სენაკი, სენაკი-ზუგდიდი, სენაკი-ფოთი, ფოთი-ბათუმი და თბილისი-ცივი, ცივი-ყვარელი მონაკვეთებზე რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, ადგილობრივ მაუწყებელ კომპანიების სატელევიზიო სტუდიებამდე ან/და ტექნიკურ საშუალებებამდე, შპს ტელეკომპანია „მზის“ სამაუწყებლო პროგრამის მისაწოდებლად.
სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ტელეკომპანია „მზეს“ 4586.0 მგჰც და 4898.0 მგჰც სიხშირეები ზოლის სიგანით 28 მგჰც, თბილისი-დუშეთი, დუშეთი-გორი, გორი-ფონა, ფონა-ვახანი, ვახანი-ალავერდი, ალავერდი-ქუთაისი, ქუთაისი-სენაკი, სენაკი-ზუგდიდი, სენაკი-ფოთი, ფოთი-ბათუმი და თბილისი-ცივი, ცივი-ყვარელი მონაკვეთებზე რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით N26 ლიცენზიის მოქმედების ვადით (28.11.2012);
2. დაევალოს შპს ტელეკომპანია „მზეს“ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის ვადაში, წარმოადგინოს ამავე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულ რადიოსარელეო ხაზების უბნებზე, 4586.0 მგჰც და 4898.0 მგჰც სიხშირეების მონაცვლეობით გამოყენების დაზუსტებული თანმიმდევრობა;
3. აღირიცხოს შპს ტელეკომპანია „მზესთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ტელეკომპანია „მზესთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
