წვდომის მენიუ

შპს ტელეკომპანია „თანამგზავრისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 665 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2005

მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „თანამგზავრმა“ (რეგისტრირებული ქ.თელავის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 26 მარტის N 34/4-84 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით N30, 13.09.05 ფიქსირებული და მოძრავი რადიოსარელეო სადგურების გამოსაყენებლად, სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს ტელეკომპანია „თანამგზავრი“ N1194   ლიცენზიის (მოქმედების ვადა 17.09 2012 )  პირობების შესაბამისად, აწარმოებს ტელეპროგრამების ტსანსლირებას ქ.თელავში მე-4 სატელევიზიო არხზე 20 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

სიხშირეები გათვალისწინებულია,  სტუდიიდან ანძამდე ფიქსირებული რადიოსარელეო ხაზის და  კახეთის სხვადასხვა რეგიონებიდან სტუდიამდე, მოძრავი რადიოსარელეო სადგურის მეშვეობით შპს ტელეკომპანია „თანამგზავრის“   სამაუწყებლო პროგრამის მისაწოდებლად.

 სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს შპს ტელეკომპანია „თანამგზავრს“  7468.250 მგჰც  და 7629.250 მგჰც   სიხშირეები ზოლის სიგანით 28 მგჰც ქ.თელავში სტუდია-ანძის მონაკვეთზე და 6560.0 მგჰც ზოლის სიგანით 28 მგჰც, კახეთის მთელ ტერიტორიაზე მობილური რადიოსარელეო სადგურიდან ანძამდე (მთა ცივი) სამაუწყებლო პროგრამის მისაწოდებლად რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით N1194 ლიცენზიის მოქმედების ვადით (17.09.2012);

2.    აღირიცხოს შპს ტელეკომპანია „თანამგზავრისთვის“  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის  უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.    საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ტელეკომპანია „თანამგზავრისთვის“  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

 

 

 

 

 

       კომისიის  თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი                                      

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები