შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2005
მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 5 აგვისტოს N 550/10 გადაწყვეტილებით მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“. ამავე გადაწყვეტილებით შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.
შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილია N550/10 გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლის მიხედვით შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს მიერ 2005 წლის 5 სექტემბერს გადახდილია:
ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (346,578.75 ლარი) 10% ანუ 34,657, 88 (ოცდათოთხმეტი ათას ექვსას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და 88 თეთრი) ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში;
გ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (346,578.75 ლარი) 10% ანუ 34,657, 88 (ოცდათოთხმეტი ათას ექვსას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და 88 თეთრი) ლარი უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ კომისიის სპეციალურ ანგარიშზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილ განცხადებასთან ერთად შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს მიერ აგრეთვე გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (346,578.75 ლარი) 10% ანუ 34,657, 88 (ოცდათოთხმეტი ათას ექვსას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და 88 თეთრი) ლარი კომისიის ანგარიშზე.
კომისია აღნიშავს, რომ კონკურსი მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობაზე გამოცხადდა “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 2 ივნისს მიღებულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონი მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობის ლიცენზიის გაცემას არ ითვალისწინებს. კომისიას მიაჩნია, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა გაიცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F 3 ლიცენზია შპს „ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობისათვის 1894,375-1899,375 მგჰც და 1974,375-1979,375 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში ქ. რუსთავში, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის და წალკის რაიონებში 10 წლის ვადით;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის - 242,605.12 (ორას ორმოცდაორი ათას ექვსას ხუთი ლარი და 12 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - N200122900
საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107
სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - N300043018
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის - 242,605.12 (ორას ორმოცდაორი ათას ექვსას ხუთი ლარი და 12 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
20,217.10 ლარი - 2005 წლის 21 ნოემბრამდე;
20,217.10 ლარი - 2005 წლის 21 დეკემბრამდე;
20,217.10 ლარი - 2006 წლის 21 იანვრამდე;
20,217.10 ლარი - 2006 წლის 21 თებერვლამდე;
20,217.10 ლარი - 2006 წლის 21 მარტამდე;
20,217.10 ლარი - 2006 წლის 21 აპრილამდე;
20,217.10 ლარი - 2006 წლის 21 მაისამდე;
20,217.10 ლარი - 2006 წლის 21 ივნისამდე;
20,217.10 ლარი - 2006 წლის 21 ივლისამდე;
20,217.10 ლარი - 2006 წლის 21 აგვისტომდე;
20,217.10 ლარი - 2006 წლის 21 სექტემბრამდე;
20,217.10 ლარი - 2006 წლის 21 ოქტომბრამდე;
4. უზრუნველყოს შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-მ :
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან სამი წლის განმავლობაში ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაფარვა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
