საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნითსაჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2005
მიღების თარიღი ოქტომბერი 21, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კომერციული კონკურსი ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად. ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა; ლიცენზიის სახეობა: ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება; ლიცენზიის საგანი: ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება 1745,1-1760 მგჰც (გადაცემაზე) და 1840,1-1855 მგჰც (მიღებაზე) სიხშირულ დიაპაზონში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. კონკურსის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2004 წლის 13 თებერვლის 16 საათი;
კომისიის 2003 წლის 12 დეკემბრის N 621 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში, რომლითაც კონკურსის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2004 წლის 16 აპრილი. კომისიამ 2004 წლის 8 აპრილის N164 გადაწყვეტილებით კვლავ შეიტანა ცვლილება ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში და კონკურის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2004 წლის 16 სექტემბერი.
კომისიის 2004 წლის 8 აპრილის N164 გადაწყვეტილება შპს “მაგთიკომის” მიერ გასაჩივრებული იქნა სასამართლოში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის Nბს-905-765(კ-05) განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “მაგთიკომის” სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2004 წლის 8 აპრილის N164 გადაწყვეტილება და კომისიას დაევალა ახალი გადაწყვეტილების გამოცემა 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელშიც აღნიშნული იქნება კონკურსის ჩატარების გონივრული ვადა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის Nბს-905-765(კ-05) განჩინების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება (ე.ასანიძე) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (ნ.ჯანელიძე);
3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 10 ოქტომბრის N515/10 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საკითხის საჯარო მოსმენა გაიმართოს 2005 წლის 11 ნოემბერს, ხოლო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე, მიღებულ იქნას 2005 წლის 18 ნოემბერს;4. გაეგზავნოს შპს “მაგთიკომს” წინამდებარე გადაწყვეტილება (მ.ქადეიშვილი) შესაბამისი თანმხლები წერილით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: გ. ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
