წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 67 შპს ,,კალა” - სთვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 67 / 1

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 04, 2005

შპს ,,კალა- სთვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს ,,კალამ” (რეგისტრირებულია ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 1997 წლის 6 იანვრის დადგენილებით, რეგისტრაციის N03/4-611) კომისიას მიმართა განცხადებით (25.01.2005) საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

შპს ,,კალა”-ს მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია  შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა„ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს N 1453 ლიცენზია შპს ,,კალა”-ს საფოსტო კავშირით მომსახურებაზე (თან ერთვის);

2. ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურება;

  ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილებების მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება;   

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე)

                     კომისიის თავმჯდომარე                                                       დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები