კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე და კომისიის წევრების დავალებებზე 2005 წლის მესამე კვარტალში კომისიის აპარატში გაწეული საქმიანობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2005
მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2005 წლის მესამე კვარტალში კომისიაში შემოსულია სულ 659 კორესპონდენცია, აქედან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მთავრობიდან - 4, პარლამენტიდან - 1, სამინისტროებიდან და სახელმწიფო დეპარტამენტებიდან - 61, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან – 117, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებიდან - 5, სასამართლო და საფინანსო ორგანოებიდან - 8, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და კომპანიებიდან – 264, საკონკურსო განაცხადები – 5, მოქალაქეთა განცხადება-საჩივარი – 31, ლიცენზიისა და ნებართვის მიღებისათვის განაცხადები – 62, შიდა მიმოწერა – 91 და სამსახურებრივი სარგებლობისათვის - 10.
საანგარიშო პერიოდში კომისიაში შემოსული 659 კორესპონდენციიდან კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების რეზოლუციის შესაბამისად, 228 კორესპონდენცია იყო საქმეში, გასაცნობად და სამსახურებრივი სარგებლობისათვის, საპასუხო - 431, საიდანაც მ/წლის 1 ოქტომბრისათვის შესრულებული იყო 261 (61 %), აქედან ვადაში - 196 (75 %) და ვადის დარღვევით – 65 (25 %). მათ შორის კომისიის თავმჯდომარის მიერ კონტროლზე აყვანილი კორესპონდენციაც. 2005 წლის 28 ოქტომბრისათვის წარმოებაშია 164 კორესპონდენცია, აქედან ვადაგადაცილებული – 38 (23%). კომისია აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე კომისიაში შემოსულია სულ 2 კორესპონდენცია, პასუხი გაცემულია ორივეზე ვადის დაცვით. კომისიას არ მიუღია არცერთი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.
საანგარიშო პერიოდში კომისიაში შემოსულ 112 მოთხოვნიდან კომისიის მიერ 53-ზე მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება, განაცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებულია 3 გადაწყვეტილება (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საზღვრის დაცვის დეპარტამენტის განაცხადი (N 38-9-366, 30.06.2005წ.) ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის მიერ განსაზღვრული არალიცენზირებადი სიხშირეების მინიჭების შესახებ; შპს „ტელეარხი 25”-ის განცხადება (26.08.05), ქ. ქობულეთში სატელევიზიო არხის გამოყოფის შესახებ; საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კავშირის წერილი (N 3/15, 14.07.2005წ.) სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეფონო კომპანიასთან” დავის განხილვის შესახებ).
საანგარიშო პერიოდისათვის კომისიაში სულ შემოსულია მოქალაქეთა 5 საჩივარი და განცხადება, აქედან მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისათვის რეაგირებისათვის გადაცემულია 1, კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ პასუხი გაცემულია 2-ზე, წარმოებაში იყო 2.
კომისია აღნიშნავს, რომ გასაგზავნი კორესპონდენცია ადმინისტრაციაში მუშავდება საფოსტო წესების შესაბამისად და რეგისტრაციის შემდგომ იგზავნება დანიშნულებისამებრ. საანგარიშო პერიოდში კომისიიდან სულ გაგზავნილია 618 კორესპონდენცია, მათ შორის 4 შუალედური პასუხია, საიდანაც 1 (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (N 3/15, 14.07.2005წ.) უკვე მოითხოვს საბოლოო პასუხის ოპერატიულად მომზადებას. აქვე აღსანიშნავია, რომ კომისიის თავმჯდომარის რეზოლუციით დადგენილი დოკუმენტის მეორე და მესამე შემსრულებელი პირების მხრიდან რიგ შემთხვევებში ჯერ კიდევ ადგილი აქვს დოკუმენტის მომზადებაში ფორმალურ მონაწილეობას (ძირითადი შემსრულებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიუწოდებლობა, დოკუმენტზე ფორმალური ვიზირება და ა.შ.).
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2005 წლის კომისიის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული 19 საკითხიდან კომისიის სხდომებზე განხილული იქნა 9 საკითხი. განუხილველად დარჩენილი 10 საკითხიდან 5 გადატანილ იქნა მ/წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმაში, 2 – 2006 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმაში, ხოლო სამი საკითხი საერთოდ არ იქნა წარმოდგენილი განსახილველად.
საანგარიშო პერიოდში ჩატარდა კომისიის 16 სხდომა, მათ შორის 4 საკონკურსო (NN 45, 50, 51 და 55,) მიღებულია 1 დადგენილება (N 10, 05.08.05, უნივერსალური მომსახურების შესახებ) და 144 გადაწყვეტილება, აქედან: ლიცენზიის გაცემაზე – 8, ლიცენზიის გაუქმებაზე - 1, სხვადასხვა სახის ნებართვების გაცემაზე - 22, კონკურსის ჩაშლილად გამოცხადებაზე – 1 (N492/10, 15.07.05წ. “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 6 მაისის N291 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ”), განაცხადების განუხილველად დატოვებაზე - 2, სიხშირეების მინიჭებაზე - 16, მინიჭებული სიხშირეების კოორდინაციაზე - 11, სამაუწყებლო კომპანიების გაფრთხილებაზე – 40, დავების განხილვაზე - 3 და სხვადასხვა სახის - 43;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ადმინისტრაციულ მართვასთან დაკავშირებული დავალებებიდან შეუსრულებელია - 1, ხოლო კომისიის აპარატის თათბირების საოქმო დავალებებიდან - 1. მ/წლის 28 ოქტომბრისათვის გაუფორმებელია კომისიის სხდომის 6 (N 26, 26.04.05; N53, 12.08.05; N 64, 23.09.05; N 67, 13.10.05; N 68, 21.10.05 და N 69, 21.10.05) ოქმი, რაც განპირობებულია აპარატის შესაბამისი სამსახურების მიერ საანგარიშო პერიოდში კომისიის სხდომაზე მიღებული 21 გადაწყვეტილების ადმინისტრაციაში დღემდე წარუდგენლობითა და 2 დადგენილების იუსტიციის სამინისტროდან მიუღებლობის მიზეზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. აპარატის ადმინისტრაციის უფროსის ი. ხარებავას ინფორმაცია კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე და კომისიის წევრების საკონტროლო დავალებებზე 2005 წლის მესამე კვარტალში კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ მიღებულ იქნეს ცნობად.
2. დაევალოთ აპარატის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს:
ა) 5 (ხუთი) დღის ვადაში უზრუნველყონ მათზე რიცხულ ყველა ვადაგადაცილებულ კორესპონდენციაზე მუშაობის დასრულება;
ბ) მკაცრად დაიცვან საქმისწარმოების შინაგანაწესის შესაბამისად კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე მუშაობის დადგენილი ვადები;
გ) 2005 წლის მეოთხე კვარტლის კომისიის სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების პროექტები კომისიის სხდომებზე განსახილველად წარმოადგინონ აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
