ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო) სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2005
მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 სსექტემბრის N 5ა/8-138 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N BTC/OUT/1767/05, 04.10.05) გარდაბნის, თეთრიწყაროს და ბორჯომის რაიონების ტერიტორიაზე მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას (საქართველო) სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით გარდაბნის, თეთრიწყაროს და ბორჯომის რაიონების ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო) მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო) სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
დანართი
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო) მინიჭებული სიხშირეების ჩამონათვალი
1). გარდაბნის რაიონში:
- რადიოკავშირის ქსელების ფუნქციონირებისათვის
437.050 მგჰც 444.000 მგჰც
437.100 მგჰც 444.050 მგჰც
436.425 მგჰც
- აეროსანავიგაციო კავშირგაბმულობისათვის
136.000 მგჰც
2). თეთრიწყაროს რაიონში:
- რადიოკავშირის ქსელების ფუნქციონირებისათვის
445.275 მგჰც 452.050 მგჰც
445.325 მგჰც 452.100 მგჰც
445.375 მგჰც
- აეროსანავიგაციო კავშირგაბმულობისათვის
136.800 მგჰც
3). ბორჯომის რაიონში:
- რადიოკავშირის ქსელების ფუნქციონირებისათვის
437.075 მგჰც 444.025 მგჰც
437.125 მგჰც 444.075 მგჰც
436.450 მგჰც
- აეროსანავიგაციო კავშირგაბმულობისათვის
135.200 მგჰც
