წვდომის მენიუ

ი/ს “გივი ბიჭოლაშვილისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 675 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2005

მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/ს “გივი ბიჭოლაშვილმა” (თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის N 246; 20.01.02)  კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თელავის  ტერიტორიაზე ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

      “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ი/ს “გივი ბიჭოლაშვილს” 143.025 მგჰც და 425.350 მგჰც სიხშირეები ქ. თელავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2. აღირიცხოს ი/ს “გივი ბიჭოლაშვილისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/ს “გივი ბიჭოლაშვილისთვის“   სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

           კომისიის თავმჯდომარე                                                          დ. ქიტოშვილი

            კომისიის წევრები                                                                    დ. პატარაია

                                                                                                            გ. ფრუიძე

                                                                                                            ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები