წვდომის მენიუ

უკრაინის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 676 / 14

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2005

მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრის წერილი (N 11.3-07/10172; 19.10.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის  KERCH - 25 TBK (ADD), MELITOPOL – 41 TBK (ADD), MELITOPOL – 52 TBK (ADD) და SIMFEROPOL – 57 TBK (ADD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ. 

     “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ      გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრს უკრაინის სატელევიზიო სამაუწყებლო  სადგურებისთვის KERCH - 25 TBK (ADD), MELITOPOL – 41 TBK (ADD), MELITOPOL – 52 TBK (ADD) და SIMFEROPOL – 57 TBK (ADD)  მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N 11.3-07/10172; 19.10.05. წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).    

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                      დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრი                                                                                   დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                                   გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                   ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები