წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 71 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 677 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 04 ნოემბრის N 71 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

 

1. წარმოდგენილ კომისიის N 71 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს        3 (სამი) საკითხი:

ა) “ეკონომისტთა და მეწარმეთა” ფონდის N 1370 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ (მომხს.        ე. ასანიძე);

ბ) მოსამზადებელ სხდომაზე სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა”  და შპს “ახალ ქსელებს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

გ) შპს “ტავ ურბან საქართველოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).

2.  დამტკიცდეს კომისიის N 71  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (ქ. თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N1ა)  ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

 

 

კომისიის წევრები:                                                              გ. ფრუიძე

                                                                                           დ. პატარაია

                                                                                           ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები