წვდომის მენიუ

ინდ. საწარმო “ალექსანდრე ჭეიშვილი სატელიტსერვისი”-ს N 1317 ლიცენზიის გაუქმების შესახებ

ნომერი: 678 / 4

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 25, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2005

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2005 წლის 18 აგვისტოს კომისიას განცხადებით მიმართა შპს “სატელიტსერვისის” დირექტორმა ა. ჭეიშვილმა, ინდ. საწარმო “ალექსანდრე ჭეიშვილი სატელიტსერვისის” N 1317 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. კომისიის მიერ 2005 წლის 7 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ინდ. საწარმო “ალექსანდრე ჭეიშვილი სატელიტსერვისის” N 1317 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“.

ინდ. საწარმო “ალექსანდრე ჭეიშვილი სატელიტსერვისის” N 1317 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ზეპირი მოსმენა გაიმართა 2005 წლის 28 ოქტომბერს

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის,  74-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

 

გადაწყვიტა:

 

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2002 წლის 28 ივნისის N233/1  გადაწყვეტილება ინდ. საწარმო “ალექსანდრე ჭეიშვილი სატელიტსერვი”-სთვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს                   (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაუქმების  თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

 

           

კომისიის წევრები:                                                                     დ. პატარაია

                                                                                                გ. ფრუიძე

                                                                                                ზ.ნონიკაშვილი             

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები