წვდომის მენიუ

შპს „კავკასიის ციფრულ ქსელსა“და სს „საქართველოს გაერთიანებულ ატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის გადადების შესახებ

ნომერი: 679 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 25, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 21 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“, რომლის მიხედვით მხარეთა შორის დავის განხილვის დღედ დაინიშნა 2005 წლის 4 ნოემბერი.

            2005 წლის 4 ნოემბერს კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:

            შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორი დ.თუთბერიძე;

            სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი თ.გოთუა.

           

            შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ მოთხოვნას სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ წარმოადგენს:

ა)  გათიშული 100 სატელეფონო ნომრის (25 95 XX) ჩართვა;

ბ) ოპტიკური კაბელის ჩადებაზე ნებართვის გაცემა;

გ) თანალოკაციის ფართის გამოყოფა და მისი უზრუნველყოფა სათანადო პირობებით;

დ) 2005 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის ხელშეკრულების პირობების ცვლილება ხელშეკრულების მოქმედების ვადასა და ტარიფთან დაკავშირებით;

ე) სხვა ოპერატორების ქსელში დასარეკად შემოღებული 8-22 კოდის გაუქმება.

 

            სს „საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” წარმოადგინა შეპასუხება, რომლის მიხედვით ტელეფონების გათიშვა, აგრეთვე ოპტიკური კაბელის ჩადებაზე ნებართვის გაუცემლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შპს “კავკასიის ციფრულ ქსელს” გააჩნია სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დავალიანება. წარმოდგენილი იქნა დავალიანების გაანგარიშება, რომელიც შეადგენს 649 657.02 ლარს.

            შპს “კავკასიის ციფრული ქსელის” დირექტორმა განაცხადა, რომ მას დაფარული აქვს სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დავალიანება, გარდა ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებისა, რომლის ოდენობა არ არის შეთანხმებული მხარეებს შორის. კომისიის სხდომაზე შპს “კავკასიის ციფრული ქსელის” მიერ წარმოდგენილი იქნა საგადასახადო დავალება 7600.00 ლარზე, რომელიც დ.თუთბერიძის განცხადებიით გადახდილი იქნა სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის”  100 სატელეფონო ნომრის მომსახურებისთვის.

            კომისიას მიაჩნია, რომ დავის არსებითი განხილვისთვის აუცილებელია მხარეთა მიერ წარმოდგენილი იქნას სადავო საკითხების თაობაზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

           

            „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს “კავკასიის ციფრულ ქსელსა” და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვა გადაიდოს 2005 წლის 11 ნოემბერს 16.00 საათზე;

2.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

 

კომისიის  წევრები:                                            დ.პატარაია

                                                                          გ.ფრუიძე

                                                                          ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები