წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 68 საქართველოს ეროვნული ბანკისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 68 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 04, 2005

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის                      

სიხშირეების მინიჭების  შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 484-ს, 22.10.04.) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ.

       „კავშირგაბმულობისა  და  ფოსტის შესახებ”  საქართველოს     კანონის 42-ე   მუხლის პირველი  პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274-ე და 30-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42, 21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის,   „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა: 

1.მიენიჭოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის სიხშირეები ერთი წლის ვადით დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

2.საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3.აღირიცხოს საქართველოს  ეროვნული ბანკისთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (მ. ქადეიშვილი);

4.უზრუნველყოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

5.კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს.შავგულიძე).

        კომისიის  თავმჯდომარე                                                    დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები