წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის ადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 682 / 14

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 25, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2005

              საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა    რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურის წერილები (№ UMS-50/1926, 29.08.05; № UMS-50/1743, 11.08.05. და № UMS-50/1682, 01.08.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით ფიქსირებული სამსახურის სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

            წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ფიქსირებული სამსახურის სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიქსირებული და მობილური სამსახურის სადგურებისთვის.

          “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-47 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ფიქსირებული სამსახურის სადგურების გამოყენებაზე       (№ UMS-50/1926, 29.08.05; № UMS-50/1743, 11.08.05. და № UMS-50/1682, 01.08.05. წერილების   დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;    

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).

 

კომისიის წევრი                                                                დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                ზ. ნონიკაშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები