წვდომის მენიუ

რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 683 / 14

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 25, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2005

              საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის წერილები (№ UMS-50/1673, 29.07.05; № UMS-50/1923, 29.08.05; № UMS-50/1865, 26.08.05; № UMS-50/1749, 11.08.05. და № UMS-50/1748, 11.08.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის Y37-KRAS-POL, GROZNY2/LINKSTAR, KRYMSK, VLADIKAV-2, VLADIKAV-3, VLADIKAV-4, VLADIKAV-5, SOCHI1/SKYSTAR, TUMENSKY/SKYSTAR და KISLOVODSK/SKYSTAR  (რომლებიც იგეგმება EXPRESS-7B, EXPRESS-5, INTELSAT7 66E, EXPRESS-4B და EXPRESS-4 სათანამგზავრო ქსელებში) მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

            თანდართული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სათანამგზავრო სამსახურის სადგური არ ქმნის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ფიქსირებული და სათანამგზავრო სამსახურების სადგურებისთვის.

          “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-47 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სამსახურის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის Y37-KRAS-POL, GROZNY2/LINKSTAR, KRYMSK, VLADIKAV-2, VLADIKAV-3, VLADIKAV-4, VLADIKAV-5, SOCHI1/SKYSTAR, TUMENSKY/SKYSTAR და KISLOVODSK/SKYSTAR მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე   წერილების (№ UMS-50/1673, 29.07.05; № UMS-50/1923, 29.08.05; № UMS-50/1865, 26.08.05; № UMS-50/1749, 11.08.05. და № UMS-50/1748, 11.08.05.) დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).

 

 

კომისიის წევრი                                                                დ. პატარაია

 

კომისიის წევრი                                                                გ. ფრუიძე

 

კომისიის წევრი                                                                ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები