“ეკონომისტთა და მეწარმეთა” ფონდის N 1370 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 25, 2005
მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით N092, 06.10.05 მიმართა “ეკონომისტთა და მეწარმეთა” ფონდმა (ლიცენზია N 1370, მოქმედების ვადა - 2013 წლის 19 სექტემბრამდე) ქ.თბილისში საკაბელო სატელევიზიო მაუწყებლობის მოქმედების არეალის გაზრდის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ “ეკონომისტთა და მეწარმეთა” ფონდი N1370 ლიცენზიის პირობების შესაბამისად, საკაბელო სატელევიზო მაუწყებლობას აწარმოებს თბილისში ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის რაიონებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე და მის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
კომისია ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება სამოქმედო არეალის გაზრდის მიზნით, ქ. თბილისის მასშტაბით.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 45-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირებულ იქნეს “ეკონომისტთა და მეწარმეთა” ფონდის N1370 ლიცენზია და ლიცენზიის საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “საკაბელო საერთო ტელემაუწყებლობა ქ. თბილისში”;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 13-ე მუხლში გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
