წვდომის მენიუ

შპს „ახალ ქსელებს“და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო ომპანიას” შორის არსებული დავის მოსამზადებელ სხდომაზე განხილვის შესახებ

ნომერი: 687 / 16

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 25, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ახალმა ქსელებმა“ სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის შესახებ.

კომისიამ  2005 წლის 4 ნოემბერს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა შპს „ახალ ქსელების“ მოთხოვნა სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ.

            მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ:

            შპს „ახალი ქსელების“ დირექტორი ა.იაშვილი; წარმომადგენელი ნ.ჟღენტი;

            სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დირექტორის მოადგილე თ.გოთუა.

            შპს “ახალი ქსელების” განცხადებით დავის საგანს წარმოადგენს სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შპს “ახალი ქსელების” აბონენტების გათიშვა და მათ საკაბელო წყვილებზე სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ახალი აბონენტების ჩართვა; აგრეთვე დაზიანებული ტელეფონების აღდგენის შეფერხება.

            არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებმა მოითხოვეს მონიტორინგის ჯგუფის გამოყოფა, ხოლო დავის განხილვა მონიტორინგის ჯგუფის მიერ დასკვნის წარმოდგენის შემდეგ.

.           „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გადაიდოს შპს „ახალ ქსელებს“და  სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის მოსამზადებელი სხდომა 2005 წლის 18 ნოემბერს 1600 საათზე;

2.დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურს (მ.გოთოშია) უზრუნველყოს დავის საგანთან დაკავშირებით მონიტორინგის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა 2005 წლის 15 ნოემბრამდე;

3.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

 

 

კომისიის  წევრები:                                             დ.პატარაია

                                                                          გ.ფრუიძე

                                                                          ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები