შპს „ტავ ურბან საქართველოსთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 25, 2005
მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „ტავ ურბან საქართველომ“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 6 ოქტომბრის N 502/007-შპს ბრძანებით), რომელიც აწარმოებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურებასა და მშენებლობას, კომისიას მიმართა განცხადებით (N TBS.FA/0035; 26.10.05) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ტავ ურბან საქართველოს“ 445.700 მგჰც, 446.175 მგჰც და 447.225 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს „ტავ ურბან საქართველოსთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ტავ ურბან საქართველოსთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
