წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 72 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 689 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2005

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 11 ნოემბრის კომისიის N 72 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. წარმოდგენილ კომისიის N 72 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს      6 (ექვსი) საკითხი:

ა)  შპს “კავკასიის ციფრულ ქსელებსა” და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

ბ) შპს “ტექნო-მედია”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

გ) შპს “ბიზნესის დაცვის სააგენტო”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს.  ს. შავგულიძე);

დ) შპს “გეოტექნოკომი”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ე) შპს “ლიბო 1”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ვ) უკრაინის  ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).

2.  დამტკიცდეს კომისიის N 72  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (ქ. თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N1ა)  ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. კალანდაძე).

 

 

კომისიის წევრები:                           დ. პატარაია

                                                       გ. ფრუიძე

                                                       ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები