წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 69 ასოციაცია (კავშირი) “ათინათისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 69 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2005

მიღების თარიღი თებერვალი 04, 2005

ასოციაცია (კავშირი) „ათინათისთვის”  სიხშირის მინიჭების შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  ასოციაცია (კავშირი) „ათინათმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 372, 16.12.04.) ქ. ზუგდიდში რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების თაობაზე. ასოციაცია (კავშირი) „ათინათი„ ლიცენზიის   (N 387, 31.12.2011)  პირობების შესაბამისად აწარმოებს რადიოპროგრამების ტრანსლირებას ქ. ზუგდიდში 105.9 მგჰც სიხშირეზე 500 ვტ-დე სიმძლავრის რადიოგადამცემის გამოყენებით. რადიოსარელეო სიხშირე განსაზღვრულია ოფისიდან ურთას მთამდე რადიო სიგნალის გადასაცემად და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

„მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიენიჭოს ასოციაცია (კავშირი) „ათინათს„ 10525 მგჰც სიხშირე ქ. ზუგდიდში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით N 387 ლიცენზიის მოქმედების ვადით (31.12.2011);

2.აღირიცხოს ასოციაცია (კავშირი) „ათინათისთვის„ მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.უზრუნველყოს ასოციაცია (კავშირი) „ათინათმა„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ასოციაცია (კავშირი) „ათინათისთვის„ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

    კომისიის  თავმჯდომარე                                                           დ. ქიტოშვილი                                               

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები