საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის N666/1 გადაწყვეტილებაში (შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ) ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2006
მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2005 წლის 21 ოქტომბრის N666/1 გადაწყვეტილებით შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია. 2005 წლის 8 ნოემბერს კომისიას მიმართა შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-მ წერილით (N02/90-05) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის შეცვლის თხოვნით, ორ თვეში ერთხელ საფასურის 1/6 ის გადახდით ერთი წლის განმავლობაში.
კომისიას შესაძლებლად მიაჩნია გაითვალისწინოს შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს თხოვნა და შეუცვალოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკი და შეიტანოს შესაბამისი ცვლილება კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის N666/1 გადაწყვეტილებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის N666/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის - 242,605.12 (ორას ორმოცდაორი ათას ექვსას ხუთი ლარი და 12 თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
40,434.20 ლარი - 2005 წლის 21 დეკემბრამდე;
40,434.20 ლარი - 2006 წლის 21 თებერვლამდე;
40,434.20 ლარი - 2006 წლის 21 აპრილამდე;
40,434.20 ლარი - 2006 წლის 21 ივნისამდე;
40,434.20 ლარი - 2006 წლის 21 აგვისტომდე;
40,434.20 ლარი - 2006 წლის 21 ოქტომბრამდე;”
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
