წვდომის მენიუ

სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ,,საქართველოს ტელეკომს’’ შორის დავის განხილვის მოსამზადელად წარმოდგენილი მასალების გაცნობის შესახებ

ნომერი: 691 / 16

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა სს “საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” (წერილი N14-1-228, 02.11.2005წ შპს „საქართველოს ტელეკომთან“ დავის განხილვის დაწყებისა და გადაწყვეტის მოთხოვნით.

კომისიამ 2005 წლის 11 ნოემბერს მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა  სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნები შპს ,,საქართველოს ტელეკომის’’ მიმართ.

       სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი თ.გოთუა.

       შპს “საქართველოს ტელეკომის” წარმომადგენლები ნ.კახელი და მ.კანკავა.

       კომისიამ განიხილა სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წერილობითი განცხადება და წარმომადგენლის თ.გოთუას განცხადება სადავო საკითხთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა შპს “საქართველოს ტელეკომის” მიმართ საჭიროებს დაზუსტებას .

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.  გადაიდოს სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ,,საქართველოს ტელეკომს’’ შორის დავის განხილვის მოსამზადებელი სხდომა 2005 წლის 25 ნოემბერს 16.00 საათზე;

2. უზრუნველყოს სს “საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” 2005 წლის 25 ნოემბრამდე საკუთარი დაზუსტებული მოთხოვნის წარმოდგენა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

 

 

კომისიის წევრები:                         დ.პატარაია

                                                     გ.ფრუიძე  

                                                     ზ.ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები