სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო)სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2005
მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედმა (საქართველო) (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 აგვისტოსN 5ა/8-149 დადგენილებით) კომისიას მიმართეს განცხადებით (SCP/OUT/019/05,10.10.05.) საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მშენებარე მილსადენის ტრასის მიმდაბარე ტერიტორიაზე, ვერტმფრენებთან VHF და მიწისზედა რადიოსადგურებთან UHF დიაპაზონებში რადიოკავშირისთვის სიხშირეების გამოყოფის თაობაზე.
კომისია ამასთანავე აღნიშნავს, რომ ფრენის უსაფრთხოებისა და ვერტმფრენების ოპერატიული კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით (1311/10-5,32.08.04), საჰაერო მოძრავი სამსახურისთვის VHF დიაპაზონში ITU-ს რეგლამენტით (RRS-5) განაწილებულ სიხშირულ ზოლში შერჩეულ იქნა 136.900 მგჰც და 136.950 მგჰც სიხშირეები. მიწისზედა რადიოსადგურებისთვის UHF დიაპაზონში ჩატარებული რადიომონიტორინგის საფუძველზე შეირჩა 415.200 მგჰც, 408.400 მგჰც და 408.275 მგჰც სიხშირეები. სიხშირეები განსაზღვრულია ვერტმფრენებთან და მიწისზედა რადიოსადგურებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედს (საქართველო) 136.900 მგჰც, 136.950 მგჰც, 415.200 მგჰც, 408.400 მგჰც და 408.275 მგჰც სიხშირეები, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო) მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო) სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
