წვდომის მენიუ

უკრაინის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 695 / 14

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2005

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრის წერილი (N 11.3-07/10802; 01.11.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის KERCH - 27 TBK და KRASNOPEREKOPSK – 39 TBK მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

     “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

 

გადაწყვიტა:

 

1. მიეცეს თანხმობა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრს უკრაინის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის KERCH - 27 TBK და KRASNOPEREKOPSK – 39 TBK  მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N 11.3-07/10802; 01.11.05. წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;  

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).    

 

კომისიის წევრი                                   დ. პატარაია

კომისიის წევრი                                   გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                   ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები