შპს “ტექნო-მედიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2005
მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ტექნო-მედიამ“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 დეკემბრის N 2/4-3018 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 311, 03.11.04.) რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის სიხშირეების მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის გადაწყვეტილებით (N 184, 16.04.04.) შპს “ტექნო-მედიაზე” გაიცა ლიცენზია N 1396 – “მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით”.
შპს “ტექნო-მედიაზე” კომისიის გადაწყვეტილებით (N 621/13; 19.11.04) მინიჭებული სიხშირეების (12877 მგჰც, 12905 მგჰც, 13031 მგჰც, 13199 მგჰც, 12933 მგჰც, 13143 მგჰც და 13171 მგჰც) გამოყენებას გაუვიდა მოქმედების ვადა. მათი ხელახალი მინიჭების შემთხვევაში შპს “ტექნო-მედიის” მიერ ისინი გამოყენებული იქნება N 1396 ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განსახორციელებლად ქ. თბილისში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “ტექნო-მედიას” 12877 მგჰც, 12905 მგჰც, 13031 მგჰც, 13199 მგჰც, 12933 მგჰც, 13143 მგჰც და 13171 მგჰც მგჰც სიხშირეები ერთი წლის ვადით ქ. თბილისში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;
2. აღირიცხოს შპს “ტექნო-მედიასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ტექნო-მედიასთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
