წვდომის მენიუ

შპს “ბიზნესის დაცვის სააგენტოსათვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 699 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ბიზნესის დაცვის სააგენტომ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 თებერვლის N 5/4-33807 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (N 6/817-05; 04.11.05) ქ. თბილისის ტერიტორიაზე  ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.  შპს “ბიზნესის დაცვის სააგენტო” ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებრივი და ქონებრივი უსაფრთხოების დაცვის ორგანიზებას. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს შპს “ბიზნესის დაცვის სააგენტოს” 163.000 და 168.500 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.     აღირიცხოს შპს “ბიზნესის დაცვის სააგენტოსთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.     კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ბიზნესის დაცვის სააგენტოსთვის” შპს “ბიზნესის დაცვის სააგენტოსთვის”სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.           გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

 

 

 

კომისიის წევრები:                           დ. პატარაია

                                                       გ. ფრუიძე

                                                       ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები