წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 7 შპს “ტექნო-მედიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 7 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2005

მიღების თარიღი იანვარი 05, 2005

შპს „ტექნო-მედიასთვის სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ტექნო-მედიამ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 დეკემბრის N 2/4-3018 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 328, 17.12.04.) ქ. თბილისის  ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს შპს „ტექნო-მედიას„  403.400 მგჰც და 408.800 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს „ტექნო-მედიასთვის„  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.             უზრუნველყოს შპს „ტექნო-მედიამ„ კომისიაში  სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ტექნო-მედიასთვის„ სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები