გადაწყვეტილება N 70 საქართველოში ჰუმანიტარული ორგანიზაცია „მსოფლიოს ექიმებისთვის (საფრანგეთი)“ სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2005
მიღების თარიღი თებერვალი 04, 2005
საქართველოში ჰუმანიტარული ორგანიზაცია მსოფლიოს ექიმებისთვის (საფრანგეთი)„ სიხშირის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ მსოფლიოს ექიმებმა (საფრანგეთი)„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/02-5, 06.01.05.) ქ. ზუგდიდში სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოში ჰუმანიტარულ ორგანიზაციას მსოფლიოს ექიმებს (საფრანგეთი)„ 153.500 მგჰც სიხშირე ქ. ზუგდიდში ოპერატიული რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს საქართველოში ჰუმანიტარული ორგანიზაცია მსოფლიოს ექიმებისთვის (საფრანგეთი)„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს საქართველოში ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ მსოფლიოს ექიმებმა (საფრანგეთი)„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოში ჰუმანიტარული ორგანიზაცია მსოფლიოს ექიმებისთვის (საფრანგეთი)„ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
