წვდომის მენიუ

შპს „ლიბო 1”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 701 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2005

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „ლიბო 1“-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის  სასამართლოს 1996  წლის 6 დეკემბრის N 5/4-1036 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (13.09.05) ქ. თბილისის  ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს შპს „ლიბო 1“-ს  153.025 მგჰც და 158.475 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.     აღირიცხოს შპს „ლიბო 1”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.     კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ლიბო 1”-სთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.           გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

 

 

 

კომისიის წევრები:                           დ. პატარაია

                                                        გ. ფრუიძე

                                                        ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები