უკრაინის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2005
მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრის წერილი (N 11.3-16/8879; 13.09.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის SEVASTOPOL-0 - 29 TBK (ADD), ALUSHTA – 35 TBK (ADD), YALTA-0 – 38 TBK (ADD), FEODOSYIA-0 – 41 TBK (ADD), და DZHNKOI – 52 TBK (ADD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრს უკრაინის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის SEVASTOPOL-0 - 29 TBK (ADD), ALUSHTA – 35 TBK (ADD), YALTA-0 – 38 TBK (ADD), FEODOSYIA-0 – 41 TBK (ADD), და DZHNKOI – 52 TBK (ADD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (N 11.3-16/8879; 13.09.05. წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
