წვდომის მენიუ

კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ

ნომერი: 703 / 10

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2005

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 7 ნოემბრის N645 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად 3  გადამცემის გამოყენებით, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და ლაგოდეხის რაიონებში.

კომისიაში განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“, შპს “საქართველო XXI საუკუნემ” და შპს “თანამგზავრმა”.

კომისიის 2005 წლის 7 ნოემბრის N645  გადაწყვეტილებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად 2005 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც განხილული იქნა  ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ და შპს “საქართველო XXI საუკუნის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია კომისიის 2005 წლის 7 ნოემბრის N645  გადაწყვეტილებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შპს “თანამგზავრის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია მხოლოდ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ითვალისწინებს ლიცენზიის მაძიებლის გაფრთხილებას და დამატებით არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღის მიცემას დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

 

გადაწყვიტა:

 

1. მიეცეს შპს „თანამგზავრს“ 10 სამუშაო დღე კომისიის 2005 წლის 7 ნოემბრის N645  გადაწყვეტილების მესამე პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოსადგენად;

2. შპს „თანამგზავრის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისთვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

 

კომისიის თავმჯდომარე                             დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                        გ. ფრუიძე

                                                                   ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები