წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 73 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 704 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2005

 

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 18 ნოემბრის კომისიის N 73 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.  გადატანილ იქნეს კომისიის N 73 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-6 და მე-7  საკითხები (შპს “კავკასუს ნეთვორქისა” და შპს “იბერიატელის” გაფრთხილების შესახებ) მ/წლის 25 ნოემბრის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. წარმოდგენილ კომისიის N 73 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 6 (ექვსი) საკითხი:

ა) სათემო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ (მომხს. ე.ასანიძე);

ბ) შპს “ელვა”-სთვის სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

გ) შპს “რუსთავი 2”-სთვის კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

დ) შპს “გლობალკონტაქტ კონსალტინგის”-სთვის კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

ე) შპს “მაგთიკომსა” და შპს “ახალ ქსელებს” შორის ურთიერთჩართვის თაობაზე დავის განხილვის შესახებ” 2004 წლის 30 ნოემბრის N 651/16 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);

ვ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის ზეპირი მოსმენის სხდომის გადადების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე).

3.  დამტკიცდეს კომისიის N 73  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (ქ. თბილისი,  სარაჯიშვილის ქ. N1ა)  ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას                (ნ. კალანდაძე).

 

კომისიის თავმჯდომარე                              დ. ქიტოშვილი

კომისიის წევრები                                        გ. ფრუიძე

                                                                    ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები