წვდომის მენიუ

შპს „ახალ ქსელებს“ და სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 705 / 16

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2005 წლის 4 ნოემბერს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება “შპს „ახალ ქსელებს“ და  სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის არსებული დავის მოსამზადებელ სხდომაზე განხილვის შესახებ”,  რომლითაც კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურს (მ.გოთოშია) დაევალა დავის საგანთან დაკავშირებით მონიტორინგის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

2005 წლის 18 ნოემბერს სხდომაზე კომისიამ განიხილა მონიტორინგის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნა და თანდართული მასალები.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:

შპს „ახალი ქსელების“ დირექტორი ა.იაშვილი; წარმომადგენელი ნ.ჟღენტი;

სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი ლ.კვერნაძე.

კომისიის სხდომაზე მხარეთა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ეთანხმებიან შემოწმების შედეგად მონიტორინგის სამსახურის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებული იმ სახაზო-საკაბელო წყვილების რაოდენობას, რომელიც შპს “ახალ ქსელებს” აღებული აქვს იჯარით  სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან”.

კომისიის სხდომაზე დაზუსტდა დავის საგანი: შპს “ახალი ქსელების” განცხადებით დავის საგანს წარმოადგენს სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შპს “ახალი ქსელების” იმ აბონენტების გათიშვა, რომლებიც სატელეფონო მომსახურებას იღებენ სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან” იჯარით აღებული სახაზო-საკაბელო წყვილების მეშვეობით და მათ საკაბელო წყვილებზე სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ახალი აბონენტების ჩართვა; აგრეთვე დაზიანებული ტელეფონების აღდგენის შეფერხება.

             „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაინიშნოს შპს „ახალ ქსელებს“ და  სს „საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღე 2005 წლის 25 ნოემბერს 1600 საათზე;

2.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

 

კომისიის თავმჯდომარე:                                    დ.ქიტოშვილი

 

კომისიის  წევრები:                                            გ.ფრუიძე

 

ზ.ნონიკაშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები