გადაწყვეტილება N 71 შპს „თრიალეთისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2005
მიღების თარიღი თებერვალი 04, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს თრიალეთმა” (რეგისტრირებული ქარელის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 18 დეკემბრის დადგენილებით, რეგისტრაციის N53/4-6) კომისიას მიმართა განცხადებით (N 253, 10.01.05) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს თრიალეთი”, N 1436 (ვადა 26.11.2014) ლიცენზიის პირობების შესაბამისად, აწარმოებს საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას მრავალარხიანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის (მიტრისი„) გამოყენებით შემდეგ ქალაქებში: გორი, ხაშური, ქარელი და კასპი. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს თრიალეთს„ 10.705-11.181 გგჰც სიხშირული დიაპაზონი ქ. გორში, ქ. ხაშურში, ქ. ქარელში, ქ. კასპში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით N 1436 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 26.11.2014);
2. აღირიცხოს შპს თრიალეთისთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს თრიალეთმა„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს თრიალეთისთვის„ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
