წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მის

ნომერი: 710 / 23

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 03, 2006

მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2005

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონთან და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 210-ე და 211-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების“ მიღების მიზნით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი)  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების“ მიღების მიზნით ზეპირი მოსმენა  გაიმართოს 2006 წლის 10 თებერვალს 12 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან დადგენილების პროექტის შეთანხმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      დ.ქიტოშვილი             

კომისიის წევრი                                                                 დ. პატარაია

კომისიის წევრი                                                                 გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                 ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები