წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 9 სექტემბრის N 597/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 714 / 10

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2005

მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 9 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება N597/10  “სათემო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ.“

 აღნიშნული გადაწყვეტილებით, კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2006 წლის 20 იანვრის 13:00 საათი, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობისათვის განისაზღვრა 2005 წლის 9 ნოემბრის 17:00 საათამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არცერთ ლიცენზიის მაძიებელს არ მოუმართავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ

 

გადაწყვიტა:

 

1. კომისიის 2005 წლის 9 სექტემბრის N 597/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი (სათემო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ) გამოცხადდეს ჩაშლილად;  

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

 

 

 

კომისიის თავმჯდომარე                             დ. ქიტოშვილი

 

 

კომისიის წევრები                                გ. ფრუიძე

 

 

                                               ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები