შპს “ელვასათვის“ სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2005
მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ელვამ” (რეგისტრირებული ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 11 ოქტომბრისN 60/022-შპს ბრძანებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7/333-05, 19.10.05) ქ. ფოთის ტერიტორიაზე სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს “ელვა” ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვის ფასიან მომსახურებას. სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “ელვას” 146.900 მგჰც სიხშირე ქ. ფოთში ოპერატიული რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს “ელვასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ელვასთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები: გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
