შპს “რუსთავი 2“-სათვის კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2005
მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2003 წლის 8 აგვისტოს N392 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გამოცხადებულ კონკურსში 2004 წლის 23 იანვრის N28/22 გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა შპს “რუსთავი 2“.
კომისია აღნიშნავს, რომ “საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“ კომისიის 2004 წლის 23 იანვრის N28/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს “რუსთავი 2“-ის მიერ გადახდილ იქნა:
ა) სალიცენზიო გადასახდელის 20% - 105,272 (ასხუთი ათას ორას სამოცდა თორმეტი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის – 52636 (ორმოცდათორმეტი ათას ექვსას ოცდათექვსმეტი) ლარის გამოკლებით (52636-ორმოცდათორმეტი ათას ექვსას ოცდათექვსმეტი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე;
ბ) სალიცენზიო გადასახდელის 10% - 52636 (ორმოცდათორმეტი ათას ექვსას ოცდათექვსმეტი) ლარი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე;
ამასთან, შპს “რუსთავი 2”-ის მიერ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილ განცხადებასთან ერთად გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის 10% - 52636 (ორმოცდათორმეტი ათას ექვსას ოცდათექვსმეტი) ლარი კომისიის ანგარიშზე.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ქ.ჭიათურაში 25-ე სატელევიზიო არხზე ლიცენზიის პირობების შესაბამისად მაუწყებლობს შპს “ტელეიმედი”, მოსალოდნელი ხელშეშლებისგან დაცვის მიზნით კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს “რუსთავი 2”-ს ქ. საჩხერეში 25-ე სატელევიზიო არხი შეეცვალოს 28-ე არხით. ლიცენზიის გაცემისას აღნიშნულის გათვალისწინებას აგრეთვე ითხოვს შპს “რუსთავი 2” თავის წერილში.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 38-ე მუხლებისა და კომისიის 2004 წლის 23 იანვრის საკონკურსო სხდომის N28/22 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს “რუსთავი 2“-ს კერძო მაუწყებლობის N B9 ლიცენზია 10 წლის ვადით;
2. ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
3. მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
|
|
სამოქმედო ზონა (ქალაქები და რაიონები) |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ |
სატელევიზიო არხი |
სიმძლ. კვტ |
მაუწყებლობის საშ.რად კმ |
|
1 |
თბილისი |
მთაწმინდის ანძა |
44E47; 41N41 |
240 |
9 |
5 |
60 |
|
2 |
ბათუმი |
ბათუმის ანძა |
41E43; 41N41 |
169 |
3 |
5 |
60 |
|
3 |
შუახევი |
შუახევის ანძა |
42E11; 41N38 |
30 |
1 |
0.1 |
15 |
|
4 |
დედოფლის წყარო |
დ. წყაროს ანძა |
46E08; 41N27 |
65 |
39 |
2 |
25 |
|
5 |
ყვარელი |
სანავარდოს ანძა |
45E46; 41N58 |
78 |
2 |
0.25 |
20 |
|
6 |
თელავი |
ცივის ანძა |
45E29; 41N55 |
40 |
41 |
1 |
15 |
|
7 |
თიანეთი |
თიანეთის ანძა |
44E57; 42N06 |
45 |
7 |
0.1 |
10 |
|
8 |
გორი |
გორის ანძა |
44E03; 42N02 |
160 |
31 |
3 |
30 |
|
9 |
ხაშური |
ბექამის ანძა |
43E33; 42N00 |
25 |
9 |
0.1 |
10 |
|
10 |
დმანისი |
დმანისის ანძა |
44E13; 41N22 |
230 |
34 |
3 |
30 |
|
11 |
აბასთუმანი |
აბასთუმნის ანძა |
42E52; 41N55 |
25 |
8 |
0,1 |
10 |
|
12 |
ბორჯომი |
ბორჯომის ანძა |
42E22; 41N49 |
42 |
10 |
0.1 |
10 |
|
13 |
წალკა |
წალკის ანძა |
44E14; 41N38 |
40 |
5 |
0.1 |
15 |
|
14 |
ახალციხე |
ახალციხის ანძა |
42E57; 41N38 |
52 |
5 |
0.25 |
25 |
|
15 |
ახალქალაქი |
ახალქალაქის ანძა |
43E25; 41N21 |
65 |
4 |
0,1 |
10 |
|
16 |
ოზურგეთი |
ოზურგეთის ანძა |
42E01; 41N55 |
25 |
1 |
0.1 |
10 |
|
17 |
ჩოხატაური |
ჩოხატაურის ანძა |
42E15; 42N01 |
38 |
2 |
0,1 |
20 |
|
18 |
ქუთაისი |
ქუთაისის ანძა |
42E44; 42N17 |
112 |
7 |
5 |
50 |
|
19 |
ჭიათურა |
ჭიათურის ანძა |
43E16; 42N17 |
70 |
3 |
0.1 |
10 |
|
20 |
ტყიბული |
ტყიბულის ანძა |
43E00; 42N21 |
60 |
3 |
0.1 |
15 |
|
21 |
ამბროლაური |
ამბროლაურის ანძა |
43E09; 42N31 |
30 |
3 |
0,1 |
15 |
|
22 |
ონი |
ონის ანძა |
43E27; 42N35 |
34 |
12 |
0.1 |
10 |
|
23 |
ცაგერი |
ცაგერის ანძა |
42E45; 42N39 |
25 |
2 |
0.1 |
20 |
|
24 |
ლენტეხი |
ლენტეხის ანძა |
42E43; 42N47 |
25 |
6 |
0.1 |
15 |
|
25 |
საჩხერე |
საჩხერის ანძა |
43E24; 42N21 |
35 |
28 |
0,1 |
10 |
|
26 |
ფოთი |
ფოთის ანძა |
41E41; 42N09 |
40 |
22 |
0,5 |
15 |
|
27 |
ზუგდიდი |
ზუგდიდის ანძა |
41E52; 42N30 |
35 |
27 |
0.1 |
10 |
|
28 |
ჩხოროწყუ |
ჩხოროწყუს ანძა |
42E07; 42N31 |
40 |
33 |
0.1 |
15 |
|
29 |
მესტია |
მესტიის ანძა |
42E41; 43N03 |
48 |
5 |
0.1 |
20 |
|
30 |
ჯვარზენი |
ჯვარზენის ანძა |
42E07; 42N43 |
30 |
11 |
0.1 |
10 |
|
31 |
წალენჯიხა |
წალენჯიხის ანძა |
42E04; 42N36 |
30 |
5 |
0,1 |
10 |
4. შპს “რუსთავი 2“ ვალდებულია:
ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ)კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული;
თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;
კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყოს ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.
მ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ნ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
5. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ლიცენზიით;
6. შპს “რუსთავი 2“ ვალდებულია უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყება და სამოქმედო ზონის დაფარვა ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
7. შპს “რუსთავი 2“ ვალდებულია უზრუნველყოს სატელევიზიო სიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;
8. შპს “რუსთავი 2“-მა უზრუნველყოს: ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;
9. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 368.452 (სამას სამოცდარვა ათას ოთხას ორმოცდათორმეტი ლარი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
40939.11 ლარი - 2006 წლის 18 დეკემბრამდე;
40939.11 ლარი - 2007 წლის 18 დეკემბრამდე;
40939.11 ლარი - 2008 წლის 18 დეკემბრამდე;
40939.11 ლარი - 2009 წლის 18 დეკემბრამდე;
40939.11 ლარი - 2010 წლის 18 დეკემბრამდე;
40939.11 ლარი - 2011 წლის 18 დეკემბრამდე;
40939.11 ლარი - 2012 წლის 18 დეკემბრამდე;
40939.11 ლარი - 2013 წლის 18 დეკემბრამდე;
40939.12 ლარი - 2014 წლის 18 დეკემბრამდე;
10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს შპს “რუსთავი 2“-ს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;
11. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;
12. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
კომისიის წევრები გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
