საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 18 ნოემბრის ზეპირი მოსმენის სხდომის გადადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2005
მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2005 წლის 18 ნოემბერს 12.00 საათზე დანიშნული იყო კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელიც ვერ შედგა იმ გარემოების გამო, რომ სხდომაზე გამოცხადდა კომისიის მხოლოდ ორი წევრი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 162-ე მუხლის პირველი ნაწილის, 165-ე მუხლის მე-3 ნაწილის, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომა ჩატარდეს 2005 წლის 22 ნოემბერს 12.00 საათზე შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ა) “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მიღების შესახებ;
ბ) მომსახურების ბაზრის სეგმენტის - აბონენტის ადგილობრივი და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების კვლევისა და ანალიზის შესახებ;
გ) მომსახურების ბაზრის სეგმენტის - ადგილობრივ სატელეფონო ქსელში ზარის წამოწყების/დასრულების მომსახურების კვლევისა და ანალიზის შესახებ;
2. წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
კომისიია თავმჯდომარე: დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები: გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
